დავიბენი, დავიკარგე, იმხელა ლაბირინტია წინ, იმედიც მეკარგება, როპმ ოდესმე ვიპოვი სწორ გზას...
არასოდეს არ მეგონა რომ მასეთი სასტიკი არჩევნის წინაშე დავდგებოდი, არასოდეს არ მეგონა რომ არჩევნის გაკეთება გამირთულდებოდა... ყველაზე ახლო არსება მკლავს და მანადგურებს, ძალებს მართმევს და მერე მე მაბრალებს... ნუთუ ამაში რამე აზრი დევს, თუ მართლაც დეტალებში არ უნდა ჩაეძიო და მიიღო ყველაფერი ისე, როგორც არის. უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო, სად ვეძებო პასუხები ან საერთოდ რა კითხვები დავსვა... თითქოს და დადებით მოვლენას კარგი შედეგი უნდა მოყვებოდეს, მაგრამ მე დავრწმუნდი, რომ მასე არ არის... ყველაფერი აირია სულ რაღაც 10 დღეში...
უკვე მეც ვერ ვხვდები რა მინდა და ჩემი "სისწორის" ჩარჩოები დამემტვრა, აღარ ვარ საკუთარ ეგოიზმზე ორიენტირებული და ეს მაღელვებს ყველაზე მეტად... გადავიწვი... შინაგანად აღარ ვარსებობ.
ყველაზე საშინელი არის ის, რომ ვინც არის ჩემს გვერდით და მეხმარება, იმათაც არ ვაფასებ...
დავიკარგე, ჩემ თავში დავიკარგე... ჩემს მიერ შექმნილ ლაბირინტში ვერ ვპოულობ გზას...
Tuesday, October 6, 2009
Monday, September 28, 2009
სიცივე
სიცივე მახრჩობს...
ტვინი თითქოს იყინება, ვეღარ ასრულებას თავის ფუნქციას და ორგანიზმი მთლიანად ითიშება, ყველა სურვილი იკარგება... მთიშავს სიცივე, მანადგურებს. ყველაფრის ხალისი მეკარგება...
აფრიკაში უნდა გადავიდე საცხოვრებლად... სადაც სულ სითბო იქნება, არანაირი სიცივე და ცუდად ყოფნა...
სიცივე მახრჩოვს...

Tuesday, September 22, 2009
Wednesday, September 2, 2009
შანდორ პეტეფი
ძალიან მომწონს ეს ლექსი...
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ...მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ...მთელი გრძნობით და ძალით...
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.
შენი ოცნებით ვხარობ,შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,შენი სურვილის გარდა.
მსხვერპლი ყველაზე დიდი,მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,ჩემი ცრემლების წვიმა.
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ,მიყვარხარ ცხადად,მალვით,
როგორც აროდეს არვინ,არ ჰყვარებია არვის...
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,რაც სიყვარულად ითქმის:
ძმაც ვარ,სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ, მ
ე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ.
სატრფოვ,შვილო და დედავ,ჩემო ძვირფასო ცოლო,
ყველას მაგივრად,ერთად,მე შენ მიყვარხარ მხოლოდ.
რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ ვარ შენი ტრფობით შმაგი.
თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,
ის შენ გეკუთვნის მარტო,ის შენ გეკუთვნის მხოლოდ.
ნაყოფი მისი არი,ვინც ნორჩი ნერგი დარგო,
ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო.

Subscribe to:
Posts (Atom)